logo
ENG



"წახალისებაა, გავაგრძელებთ ევროინტეგრაციას" - ზურაბიშვილი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე

04 აპრ 202318:35
3 წუთის საკითხავი
 
"წახალისებაა, გავაგრძელებთ ევროინტეგრაციას" - ზურაბიშვილი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე
ვახო ქარელი/ფორმულა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფინეთს NATO-ში გაწევრიანებას ულოცავს. პოსტს ზურაბიშვილი Twitter-ის გვერდზე აქვეყნებს.

"ფინეთი NATO-ს 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. გილოცავთ! ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას!", - წერს ზურაბიშვილი.

ფინეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად გახდაNATO-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე ალიანსის წევრი ქვეყნების დროშებს შორის ფინეთის დროშის აღმართვის ცერემონიალიც გაიმართა.

თურქეთის პარლამენტის მხარდაჭერის შემდეგ ფინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ალიანსთან შეერთება ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით სიტუაციას გააუმჯობესებს. 

ფინეთის წევრობა 2020 წელს ჩრდილოეთ მაკედონიის მიღების შემდეგ NATO-ს პირველი გაფართოებაა.

ნორდიკული ქვეყნის ალიანსში დაჩქარებული წესით მიღება შედარებით შეანელა თურქეთმა, რომელიც ქურთული ჯგუფების მიმართ იარაღის ექსპორტის კუთხით ფინეთის მხარდაჭერისადმი შეშფოთებას გამოთქვამდა.

რაც შეეხება შვედეთს, რომელმაც NATO-ს წევრობის განაცხადი ფინეთთან ერთად გააკეთა, თურქეთი მას ანალოგიური მიზეზით ჯერჯერობით უარს ეუბნება.

თუმცა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ფინეთმა დააკმაყოფილა თურქეთის მოთხოვნა და გასულ წელს 2 ქვეყანას შორის თურქეთის უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით მუშაობის შესახებ მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულა. 

თურქეთი გახდა ბოლო ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ფინეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება

მანამდე, 27 მარტს ანალოგიური გადაწყვეტილება უნგრეთის პარლამენტმაც მიიღო. 

რატიფიკაციის პროცესის დასრულების შემდეგ თურქეთი და უნგრეთი დასტურის შესახებ დოკუმენტებს ვაშინგტონში გაგზავნიან. საბოლოოდ იენს სტოლტენბერგი ფინეთს ოფიციალურად მიიწვევს, რომ ალიანსს შეუერთდეს, ფინეთი მიიღებს მიწვევას რომელსაც ხელს მისი საგარეო საქმეთა მინისტრი მოაწერს.

ფინეთმა და შვედეთმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე NATO-ს წევრობის განაცხადი 2022 წლის მაისში გააკეთეს.

იმისთვის, რომ ქვეყნები ალიანსში მიიღონ საჭიროა 30-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა. თურქეთის პრეზიდენტმა ნორდიკული ქვეყნების ნაბიჯის შემდეგ განაცხადა, რომ ეს ქვეყნები "ტერორისტულ ჯგუფებს მფარველობდნენ" და თურქეთისთვის შეიარაღების ექსპორტი შეწყვიტეს.


close დახურვა